Meta რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ

Image APnews

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, დეზინფორმაციების სიხშირე ფეისბუქის სოციალურ ქსელში საგრძნობლად გაიზარდა, მეტამ აღმოაჩინა 1600ზე მეტი ყალბი პროფილი რომელიც დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებდნენ სხვადასხვა საიტებიდან რომელიც მიმგვანებული იყო საერთაშორისო მედიის ვებგვერდებს როგორიცაა Guardians და ხალხი შეყავდათ შეცდომაში, ინტერნეტში 60ზე მეტი ასეთი ვებგვერდი ფიქსირდებოდა. თუმცა ყველაფერს ფარდა აეხადა როდესაც ამ პროფილების მიერ გავცრელებული ინფორმაციები აიტაცა ევროპაში არსებულმა რუსულმა საელჩოებმა, ისინი განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში დიდ ბრიტანეთსა და უკრაინაში. ბოტების განზრახვები აშკარა გახდა ბუჩას ამბების შემდეგ როდესაც ერთბაშად მიზანმიმართულად დაიწყო დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელება. საეჭვო აქტივობები პირველად გერმანიაში საგამოძიებო ჟურნალისტებმა შენიშნეს რაზეც მეტამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაბლოკა ექაუნთები, მათი ქმედებები გამოაშკარავდა თუმცა რუსეთი განაგრძობს სხვადასხვა ხერხით ომის კამპანიებს.

წყარო: APnews

გაზიარება