მმართველი პარტიის წევრები ტირაჟირებენ რომ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ქმედებები იყო პროპორციული, მათი თქმით მომიტინგეები ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას.
აღნიშნულ პოზიციას გამოეხმაურა, საქართველოს ახლად არჩეული სახალხო დამცველი რომელმაც აღნიშნა რომ მმართველი პარტიის გაცნხადება არ შეესაბამება სიმართლეს. სახალხო დამცველმა ხაზგასმით თქვა რომ პარლამენტის წინ მყოფი მოსახლეობა მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებდა და არანაირ გადაცდენას არ ქონია ადგილი, არამედ დაცული იყო ყველა ნორმა. ხოლო თუ არსებობდა რაიმე სახით გადაცდომა აქციის მონაწილეთა მხრიდან დაკავება უნდა მომხდარიყო ინდივიდუალურად. გარკვეულ მონაწილთა პროვოკაციულ ხარჯზე მთელი მიტინგის დარბევა იყო არასამართლებრივი და კრძალავდა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად მარტივია გავაკეთოთ დასკვნა რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული ძალა აქციის მონაწილეთა მიმართ იყო არაპროპორციული.