TikTok-ის საძიებო სისტემა დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს უწყობს

Image: Bloomberg

დღეს დღეისობით TikTok მეორე ყველაზე მოხმარებადი აპლიკაციაა Googe-ის შემდეგ, მისი მეშვეობით ადამიანები უყურებენ გასართობ ვიდეოებს რომელსაც საზოგადოების რიგითი წევრები ავრცელებენ, თუმცა კარგ გასართობთან ერთად TikTok-ი იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, როცა საქმე ეხება ვაქცინას რუსეთის უკრაინაში შეჭრას და კლიმატურ ცვლილებებს.

”ნიუსგარდის” მეცნიერებმა დაადგინეს რომ ტიკტოკზე გავრცელებული 5 ინფორმაციიდან 1 სისტემატიურად დეზინფორმაციას შეიცავდა, როდესაც მათ საძიებო სისტემაში ჩაწერეს სიტყვა ”ვაქცინაცია” მიიღეს დეზინფორმაციული ნარატივები რომლებიც არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით და ირწმუნებოდა რომ ვაქცინა აზიანებს ბავშვების მნიშვნელოვან ორგანოებს.

მეცნიერების განცხადებით, ტიკტოკის საძიებო სისტემა აწყობილია ისე რომ მომხმარებლებს შესთავაზოს დეზინფორმაციული ვიდეოები, მაგალითად ‘ვაქცინის’ ჩაწერის შემთხვევაში საძიებო ველი გთავაზობთ ‘კოვიდის ვაქცინა გამოაშკარავდა’ და ‘კოვიდის ვაქცინის დაზიანებები’. იგივეს თუ Google-ის საძიებო სისტემაში გავიმეორებთ იგი შემოგვთავაზაბს ვაქცინების ხელმისაწვდომობას და უახლოეს საავადმყოფოებს სადაც ვაქცინის გაკეთებას შეძლებთ, შესაბამისად TikTok-ისგან განსხვავებით Google-ის საძიებო სისტემა ბევრად დახვეწილია ხოლო TikTok წარმოადგენს დიდ საფრთხეს როოცა ეს დეზინფორმაციის გავრცელებას ეხება

წყარო: apnews

გაზიარება