რუსეთის დეზინფორმაციის გავრცელების ახალი გზები

Image: The Economist

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში უკანონო შეჭრა განახორციელა, რუსეთმა დაიწყო თავისი პროპაგანდის გავრცელების ახალი გზებიც ძიება. მათ მიაგნეს სხვადასხვა სოციალურ ქსელებს რომელიც ახალი შექმნილი იყო დასავლეთში და დაიწყეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება თუ როგორი გახარებული შეხვდა რუსეთის ჯარს უკრაინელი მოსახლეობა. მსგავსი დეზინფორმაციის გამოქვეყნება მიმდინარეობდა 18 სხვადასხვა ენაზე. ნახსენები ახალი სოციალური ქსელებიდან ხდებოდა დეზინფორმაციული ნარატივების მქონე ვიდეოების გადმოწერა რომელიც ძირითდად რუსული ტელევიზიებიდან იყო ამოღებული და ლოგო დაფარული ვრცელდებოდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში როგორიცაა ტვიტერი, მართალია რუსული ტელევიზიების გამოქვეყნებული რეპორტაჟები იშლებოდა თუმცა გავრცელებულ ვიდეოებში ამოჭრილი იყო ლოგო, შესაბამისად იდენტიფიცირება სწრაფად ვერ ხერხდებოდა, აღნიშნულ ვიდეოებს კი ავრცელებდა მედია და რუსი დიპლომატები. აგრეთვე აქტუალური გახდა ყალბი პროფილით ინფორმაციების გავრცელება, მაგალითად შენიშნულ იქნა ქალბატონი რომელიც წარმოშობით ირწმუნებოდა რომ იაპონელი იყო თუმცა იმის მაგივრად რომ მას თავის პროფილზე გამოექვეყნებინა მისი და ოჯახის წევრების სურათები, აქვეყნებდა მასალებს რომელიც მხოლოდ რუსეთს შეეხებოდა და იგი ამას ახორციელებდა პოლონურ, ესპანურ, რუსულ და ფარსის ენებზე, შესაბამისად აუცილებელია მსგავსი პროფილების აღმოჩენა და მათი გამოააშკარავება მანამ სანამ ისინი მოახერხებენ საზოგადოებაში მცდარი შეხედულებების გავრცელებას.

წყარო : APnews

გაზიარება