ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქცია და დეზინფორმაცია.

ახალი არაა ის ფაქტი რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული ვიდეოები აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციის გასავრცელებლად, თუმცა მისი აღმოჩენა მარტივად შეგვეძლო რადგან სპიკერს არ ახამხამებდა თვალებს და შუქჩრდილებიც არ შეესაბამებოდა იმ ადგილს სადაც სპიკერი იდგა, მოკლედ რომ ვთქვათ არსებობდა გადაცდომები, თუმცა ხელოვნური ინტელექტი სხვა ეტაპზე გადადის. რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ვებგვერდი რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ატვირთოს ნებისმიერი ადამიანის ვიდეო კლიპი და მისი ხმით დააგენერიროს მის მიერ დაწერილი ტექსტი, შედეგი გამაოგნებელი გახლდათ. აღნიშნული ვებგვერდის მიზანი იყო ფილმების გახმოვანება მსახიობების ორიგინალი ხმით სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ეს ფუნქცია ბოროტულად იქნა გამოყენებული და გაავრცელეს დეზინფორმაციული ნარატივები ბაიდენის, ბილ გეითსის, ემა ვოთსონის მხრივ, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავდა, საზოგადოების უმრავლესობამ არ იცოდა ეს ნამდვილი იყო თუ ყალბი, ზოგი კი ახერხებდა მცირე შეცდომების ხარჯზე ამოეცნო სიყალბე ჩანაწერებში. მიუხედავად ყველაფრისა სამომავლოდ მსგავსი პროგრამების გაშვებისას, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება რათა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება თავიდან იქნას აცილებული.

წყარო: APnews

გაზიარება