დეზინფორმაცია: ”ხალხის ძალის” კანონპროექტი ამერიკულის ანალოგია

shutterstock copyright

პოლიტიკურმა პარტიამ ”ხალხის ძალამ” წარადგინა კანონპროექტი ”უცხოური გავლენის აგენტების შესახებ”, რომელიც მათი თქმით ამერიკული კანონის ანალოგია, თუმცა ეს აშკარა დეზინფორმაციაა. აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს ორგანიზაციათა დავალდებულებას მიუთითონ მათი დამფინანსებლის წყაროები, რომელებიც მათ აფინანსებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კანონპროექტი ხელს შეუშლის საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას, რადგან მათი აზრით ეს კანონი გამოყენებული იქნება აზრის მანიპულირებისთვის.

კანონპროექტის მსგავსების აფსურდულობა შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმაც შეაფასა და აღნიშნა რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს ამერიკულ ვერსიასთან და ის უფრო უნგრულ და რუსულ კანონების ანალოგია.

კანონპროექტის აბსურდულობაზე საუბრობენ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ექსპერტები იმასაც ამბობენ რომ აღნიშნული იდეა ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს.

გაზიარება