ფოტოები ხშირად გამოიყენება როგორც სამხილი მნიშვნელოვანი ინფორმაციებისათვის, იმისათვის რომ წარმოჩენილ ისტორიას შესძინოს ნამდვილობა. სურათი არწმუნებს მკითხველს რომ ნამდვილად რაღაც მოხდა და ზოგიერთ შემთხვევაში სურათი ასახავს თუ როგორ მოხდა ესა თუ ის შემთხვევა.
მაგალითად ნოტრ-დამის ანუ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გარშემო განვითარებული შემთხვევა, რის გარშემოც გავრცელდა ინფორმაცია რომ ტაძარს ცეცხლი ეკიდა. ამ ფაქტს ადასტურებდა ვიზუალური მასალაც რომელის არაერთი კურსიდან იყო გადაღებული, აგრეთვე ერთბაშად რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რამაც მკითხველი დააჯერა ფაქტის ნამდვილობაში. თუმცა ჩვენს დროში სურათებით მანიპულირება მარტივია და შესაძლებელია დეზინფორმაციას წინ უძღოდეს ყალბი სურათიც რაც ემსახურება იგივე იდეას დაარწმუნოს ადამიანი ინფორმაციის ნამდვილობაში.
ზემოაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როგორ შევამჩნიოთ პროგრამულად დამუშავებული სურათი:
გაითვალისწინეთ, რაც უფრო მნიშვნელოვანია ახალი ამბავი, უფრო დიდი შანსია, რომ ფოტო სინამდვილეში ყალბია.
ყოველთვის შეამოწმეთ სურათის წარმომავლობა საძიებო საშუალებებით როგორიც არის: Google reverse image search; Tineye; InViD/ WeVerify.
აგრეთვე გამოიყენეთ image forensics იმისათვის რომ დავადგინოთ ქონდა თუ არა მანიპულაციას ადგილი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ შესაძლებელია აღნიშნულმა პროგრამებმაც დაუშვან შეცდომა შესაბამისად არ გამოიყენოთ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი, ეცადეთ სურათი ყველა საძიებო სისტემით გადამოწმდეს.
Source: DW