როგორ შევუშალოთ ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას არჩევნების პერიოდში?

TWCNews

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად პოლიტიკური დაძაბულობა იმატებს, ყველა პარტია ცდილობს ელექტორატის მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვოს, შესაბამისად რთულია მათ მიერ გავრცელებული პოლიტიკური თუ პიროვნული შეხედულებებში დეზინფორმაციული ნარატივების დანახვა, თუმცა აღნიშნული სტატიის მიზანია ამომრჩევლის ინფორმირება, თუ როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან პოლიტიკურ მახეში გაბმა.

არჩევნების პერიოდში გავრცელებული დეზინფორმაციები შეიძლება ოთხ კატეგორიად დავყოთ:

მცდარი ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებული დროის, ადგილის ან რეგისტრაციის შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაციული პრაქტიკების მცდარი მტკიცება, თუ როგორ ითვლება და მოწმდება ბიულეტინი.

მცდარი მტკიცებები რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას ელექტორალური თაღლითობების შესახებ.

ნარატივი და ინფორმაცია რომელიც წარმოდგენილია კონტექსტის გარეშე, იმისათვის რომ ამომრჩეველის გამოცხადებაზე მოახდინონ ზეწოლა.

 9 კონკრეტული მარტივი გზა ჟურნალისტებისთვის, რომლის საშუალებითაც შეუძლიათ ებრძოლოდ დეზინფორმაციას.

  1. დაწერეთ პირდაპირი სათაურები. – მკითხველი ხშირად ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს კითხულობს რომელიც სოციალურ ქსელში ხვდებათ ხშირად მარტო სათაურებს. აგრეთვე ხშირად საიტის საძიებო სისტემების შედეგები ტექსტის დასაწყის ნაწილზე კონცენტრირდება. ამიტომ, სათაურები ყოველთვის უნდა დაიწყოს თუ რა არის მართალი ინფორმაცია და არა მცდარით.
  2. გავაცნოთ მოქალაქეებს ყველა დეტალი რაც საამომრჩევლო სისტემასთნ არის დაკავშირებული. ბევრმა ადამიანმა არ იცის საამომრჩევლო პროცესი აგრეთვე მათ ხშირად უჩნდებათ ეჭვები სისტემის სანდოობასთან დაკავშირებით, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გავფანტოთ ყველა მითი რომელიც პროცესთან არის დაკავშირებული, მაგალითად: ‘’კაბინაში მაინც იციან ვის ხაზავ’’.
  3. ხშირად გაავრცელეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ამომრჩეველს სჭირდება. ელექტორატი ამ პერიოდში ინფორმაციით არის დატვირთილი, შესაბამისად მნიშვნელოვანი ინფორმაციების ონლაინ პლატფორმაზე ხელმისაწვდომ ადგილას განლაგება რაც დაეხმარება ამომრჩეველს მოიძიოს სასურველი ინფორმაცია სწრაფად და მარტივად.
  4. თავიდან აირიდეთ ჟარგონები. ხალხმა შეიძლება ვერ გაიგოს თუ რას ნიშნავს ‘’დეზინფორმაცია’’ ან სხვა ტერმინები. იხმარეთ მარტივი ენა როდესაც რაიმე საკითხს აღწერთ.
  5. არ შეუწყოთ ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას. როდესაც დეზინფორმაციის შესახებ თავსდება სურათი ან ვიდეო აუცილებელია მათზე თვალსაჩინო ‘’იარლიყის’’ განთავსება, რათა ამომრჩეველმა დეზინფორმაცია არ აღიქვას ნამდვილად
  6. კითხეთ თქვენს აუდიენციას რა ინფორმაციის მიღება სჭირდებათ და რა კითხვები აქვთ.
  7. შეახსენეთ თქვენს მომხმარებლებს რომ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებთ გამოქვეყნებამდე. ამ ნაბიჯით შეძლებთ ამომრჩეველთა ნდობის მოპოვებას.
  8. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჰიპერპარტიზანულ ინფორმაციულ საიტებს თქვენს არეალში. დღეს სოციალურ მედიაში საინფორმაციო გვერდების გაკეთება და ინფორმაციის გავრცელება ძალიან მარტივია, თუმცა ბევრი მათგანი პოლიტიკურად მიმხრობილია და კონკრეტული პოლიტიკური ძალიდან იღებს ფულს აღნიშნული საქმიანობისთვის.
  9. გამოიყენეთ ყველა ბერკეტი დეზინფორმაციის აღმოჩენისა და მისი გამოძიებისთვის

Source: Americanpressinstitute

გაზიარება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *