დღეს საქართველოში სოციალური ქსელები აქტიურად გამოიყენება და ხშირად ადამიანები ინფორმაციას სწორედ ამ საიტზე განთავსებული გვერდებიდან იღებენ, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც აღნიშნული გვერდები განძრახ ავრცელებენ დეზინფორმაციას.
იმისათვის რომ, ამოვიცნოთ ვინ დგას გვერდის უკან ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბოლო დადებულ პოსტზე, სადაც ჯერ ჯერობით ყველაზე ნაკლები რეაქციაა. როგორც წესი, პირველი ადამიანები რომლებიც პოსტს ‘’ალაიქებენ’’ გვერდის მფლობელთან დაახლოებული პირები არიან ან შეიძლება თვითონ მფლობელიც. აგრეთვე, გაითვალისწინეთ რომ ინფორმაციის განლაგება Facebook-ის ძველ და ახალ დიზაინში სხვადასხვაგვარია, შესაბამისად დიზაინის ცვლილებამ შეიძლება ახალი ინფორმაცია დაგვანახოს.
შევამოწმოთ ველი ‘’ჩვენს შესახებ’’. ხშირად დეზინფორმაციული გვერდები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ მსგავსი შინაარსის ტექსტებს და აკოპირებენ სხვა გვერდებიდან, შესაბამისად მისი Google-ის საძიებო ველში დაკოპირებით შესაძლოა გავიგოთ გადმოღებულია თუ არა ტექსტი სხვა გვერდიდან.
ყურადღება მიაქციეთ სათაურებს რადგან კონტექსტიდან გამომდინარე მარტივია მცდარი ინფორმაციის დადგენა, ყურადღება მიაქციეთ ტექსტის ტონს მაგალითად დეზინფორმაციულ ნარატივს ხშირად ახასიათებს შემდეგი მითითება, მაგალითად: ‘’წაიკითხეთ პოსტი სანამ Facebook-ი წაშლის’’.
დეზინფორმაციულ სტატიებს გააჩნიათ თავისი სტრუქტურაც. ავტორი იწყებს ნამდვილი ფაქტებით რომელსაც შემდეგ მოყვება დეტალური განმარტებები რომელიც სიცრუეს შეიცავს ბოლოს კი ისევ ნამდვილი და დადასტურებული ფაქტებით ამთავრებს, რაც მკითხველს ინფორმაციის სიზუსტეში კიდევ უფრო არწმუნებს.
Source: gijin.org