რუსული დეზინფორმაციები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში (ნაწილი III)

CNBC

რუსეთის ყალბი მტკიცება: კრემლის მტკიცებით სანქციები რუსეთის მიმართ არის მტრული და ანტირუსული

ფაქტები:

1)სანქციები რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა მიზანში ყავს რუსი ლიდერები და სხვა პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი პირები, რომლებიც მას მისი ომის განხორციელებაში ეხმარება.

2)სანქციები მიმართული არ არის რუსი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ხელს შეუშლიდა ჩვეულებრივ რუს მოქალაქეებს ყოველდღიური საშუალების შეძენისგან.

3)სანქციები განკუთვნილია მხოლოდ ერთი მიზნისათვის შეამციროს რუსული მთვრობის შესაძლებლობა, რათა მათ ვერ შეძლონ აწარმოონ ომი უკრაინაში.

რუსეთის მცდარი მტკიცება: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ მათი ‘’სპეციალური სამხედრო ოპერაციების’’ ტემპის შენელაბა მიზანმიმართულია რათა შემცირდეს სამოქალაქო პირების დანაკარგები.

ფაქტები:

1)ბოლო 6 თვის განმავლობაში დანაკარგებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის საჯარისო ძალებს. რუსეთი სავარაუდოდ დანაკარგებს ავსებს და გადაყავს გამოუცდელი პერსონალით, რომლებიც მიცემულ დავალებებს ვერ ასრულებენ.

2)უკრაინული მხარის მიერ რუსული სამხედრო საწყობების, ლოჯისტიკური ელემენტების განადგურებამ მნიშვნელოვნად შეამცირა მათი შესაძლელობა შეენარჩუნებინათ დიდი ოპერაციული ტემპი.

3)აგრეთვე, რუსეთი განაგრძობს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ზიანის მიყენებას, მათ მიერ ხდება დიდ დისტანციაზე მოქმედი ამუნიციის გამოყენება უკრაინის ურბანულ ცენტრებზე.

Source: international.gc.ca

გაზიარება