რუსეთის ყალბი მტკიცება: რუსეთი უკრაინას აბრალებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის საფრთხის შემცველ ფუნქციონირებაში.
ფაქტი:
1)რუსეთმა თავისი სამხედრო ტექნიკა განათავსა ატომური ელექტრო სადგურის ტერიტორიაზე რომელიც ახლოს იმყოფება რეაქტორის შენობასთან და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასთან.
2)უკრაინელი ტექნიკოსები რუსული საჯარისო ნაწილების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობენ სადგურის ოპერირებას რომელიც ზრდის ადამიანური შეცდომის დაშვების ალბათობას, რომელიც შეიძლება არსებული სტრესის შედეგად იქნას გამოწვეული.
3)არასდროს არ დადგებოდა ატომური ელექტრო სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ რომ არა რუსეთის არალეგალური შეჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია.
რუსული დეზინფორმაცია: 9 აგვისტოს, ნოვოფედორივკაში განხორციელდა აფეთქება საკის ქალაქის მიმდებარედ, ოკუპირებულ ყირიმში, უკრაინა. რუსეთის მტკიცებით აფეთქება გამოწვეული იქნა დასაწყობებული იარაღის აფეთქებისაგან და ამ ყველაფერს საჯარისო ვერტმფრენების დაკარგვა არ მოჰყოლია.
ფაქტი:
1)რამდენიმე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა ან დაზიანდა იმდენად რომ მათი ოპერირება შეუძლებელია, აგრეთვე დაზიანდა სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც იმავე ტერიტორიაზე იყო განლაგებული.
2)რუსულმა საჰაერო ძალებმა 90 საჯარისო თვითმფრინავი დაკარგა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეტევა განახორციელა თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ.
3)დანაკარგები რომელიც რუსეთმა მიიღო ნოვოფედორივკას დაბომბვისას, მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის საჰაერო ოპერაციების შესაძლებლობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
წყარო: international.gc.ca/