არსებობს რამდენიმე სახის დეზინფორმაცია, რომლისგან თავის დასაცავადაც ინდივიდს სჭირდება კრიტიკული აზროვნების განვითარება, აგრეთვე სხვადასხვა სახის მიდგომა, იმისათვის რომ არ გავხდეთ მისი მსხვერპლი:
1) სატირა ან პაროდია – მისი მიზანი არ არის გამოიწვიოს ზიანი, მაგრამ ამგვარი ფორმით ცდილობენ ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინონ მსხვერპლზე;
2) შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია – აღნიშნულის მიზანია დახატოს განსხვავებული რეალობა
3) თვითმარქვია წყაროები – ამგვარი წყაროები ცდილობენ სხვა ცნობილი და სანდო წყაროების ქვეშ შენიღბვით გაავრცელონ სასურველი ინფორმაცია
4) გაყალბებული შინაარსი – ინფორმაცია მთლიანად ყალბია და შექმნილია იმისთვის, რომ შეაცდინოს და ზიანი მიაყენოს ადამიანის პოზიციურ შეხედულებას
5) მცდარი კავშირები-როდესაც სათაურები, სურათები და ინფორმაცია არ შეესაბამება შინაარსს, რომელიც წყაროშია მოცემული.
6) მცდარი კონტექსტი – როდესაც ნამდვილი ამბავი სხვადასხვა საშუალებებით გაზიარებულია მცდარი ინფორმაციის მიწოდებით.
7) მანიპულირებადი კონტექსტი- როდესაც ნამდვილი ინფორმაცია არის წარმოსახვითი და მანიპულირებადი, რათა შეცდომაში შეიყვანოს ადამიანები.
დეზინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საშუალებებით, ეს შეიძლება იყოს სატელევიზიო არხი, ვებგვერდი, ჟურნალი, გაზეთი თუ გადაცემა (Koulolias et al., 2018). დეზინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს სეროზული შედეგები, რომელიც იწვევს საჯარო ზიანს, აღნიშნული შეიძლება გადაიჭრას დემოკრატიული, პოლიტიკური და პოლიტიკის შემუშავებითი პროცესებით, დეზინფორმაცია ზიანს აყენებს ინსტიტუციებისადმი ნდობას, აგრეთვე მედიის და ციფრული საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციებს და ხშირად აზიანებს აზრის გამოხატვის თავისუფლებასაც. დეზინფორმაციული შეტევები დემოკრატიული საზოგადოებისთვის ძალზედ საზიანოა, რადგან აღნიშნული მმართველობის ფორმისთვის, ხალხის – ‘’დემოსის’’ განწყობებსა და შეხედულებების ფორმაციას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ხალხის დეზინფორმირებით შესაძლებელია შეიქმნას ცრუ წარმოდგენები, რომელიც საზოგადოებას არასწორი მიმართულებით ანვითარებს. დეზინფორმაციის წარმოების საწინააღმდეგოდ მსოფლიოში წამყვანმა ქვეყნებმა შეიმუშავეს მიდგომები, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების მომზადებას მსგავსი შეტევების წინააღმდეგ, თუმცა ყველა საზოგადოებას გააჩნია თავისი ფსიქოლოგია შესაბამისად სხვადასხვანაირად იღებს ინფორმაციას (Kanai, and Rees 2011, 233-235)