განათლება ადამიანს ყოველთვის თან სდევს, არ აქვს მნიშვნელობა თუ სად იქნა მიღებული ცოდნა. დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს უშლის, როგორც სკოლაში მიღებული განათლება და კრიტიკული აზროვნებაც, რომელიც აგრეთვე დასწავლადია სასკოლო დონეზე, ეს კი საზოგადოებას საშუალებას აძლევს შეაფასოს და განსაზღვროს წაკითხული, მოსმენილი თუ ტელევიზიიდან მიღებული ინფორმაციების ნამდვილობა. ფინური მოდელი არის ერთ-ერთი წარმატებული მეთოდი, რომელმაც აღჭურვა ფინური საზოგადოება იმ კრიტიკული აზროვნებით, რომელიც მოსახლეობას დაეხმარებოდა დეზინფორმაციის აღმოჩენისა და გააზრებაში.
ფინური სახელმწიფო სტრუქტურის წამომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობა წარმატებით ებრძვის ონლაინ დეზინფორმაციასაც, რადგან ფინური განათლების მოდელი მორგებულია კრიტიკული ანალიზის განვითარების დასწავლაზე. ქვეყანას გააჩნია ‘’ეროვნული ბირთვული კურიკულუმი’’, რომელიც თან ერთვის სასწავლო პროგრამას, აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს სხვადასხვა საგნებში კრიტიკული ანალიზის განვითარებას. ფინეთში გარდა მოქნილი განათლების სისტემისა, დანერგილია სწავლების სპეციფიური მეთოდი, რომელსაც სტუდენტები შესაბამის შედეგებამდე მიყავთ. სახელმწიფო სკოლებში ინფორმაციული განათლება და ძლიერი კრიტიკული აზროვნება გახდა თანმდევი კომპონენტი ეროვნული კურიკულუმისა (Shane Horn & Koen Veermans 2019).