კრიტიკული ანალიზის უპირატესობები დეზინფორმაციასთან ბრძოლაში

CNN

    ბრონშტეინი თავის ნაშრომში აღნიშნავს: ‘’სიცრუისკენ მიდრეკილი ინდივიდები, დოგმატები, ფუნდამენტალისტები  ფსიქოლოგიურად უფრო დაუცველნი არიან ყალბი ინფორმაციის მიმართ, ეს  კი განპირობებულია გონებაგახსნილობის არარსებობითა და ანალიტიკური აზროვნების ნაკლებობით. კვლევები გვთავაზობს, რომ თუ ანალიტიკური აზროვნების სიმცირე ზრდის ყალბი ინფორმაციის მიღებას, მაშინ ლოგიკურია, თუ კრიტიკულ აზროვნებას დავნერგავთ, მივიღებთ საზოგადოებას, სადაც ყალბი ინფორმაცია შედარებით ნაკლებად გავრცელდება.

წყაროთა გადამოწმების კრიტერიუმები და ანტიდეზინფორმაციული სახელმძღვანელოები

სახელმძღვანელოებში მოცემულია ძირითადი კომპონენტები, რომლითაც მკითხველებმა უნდა იხელმძღვანელონ, რათა თავიდან აირიდონ დეზინფორმაციის მიღება, ხოლო შემდეგ კი გავრცელება, აღნიშნულ კომპონენტებში შედის წყაროს შესწავლა, რომელიც მკითხველს მოუწოდებს შეისწავლოს ის ვებსაიტი, რომელზეც ახალ ამბებს ეცნობა, თუ ეს საიტი უცნობია, მაშინ მან უნდა შეამოწმოს საიტის მიზანი და საკონტაქტო ინფორმაცია, გარდა საიტისა მან უნდა შეამოწმოს ავტორი, შემდეგ განსაზღვროს არის თუ არა სანდო, ან ნამდვილია თუ არა ავტორის ვინაობა. ყურადღება უნდა მიექცეს სათაურებსაც, რომლებიც მკითხველის ემოციებს აღძრავს იმისთვის, რომ მიიზიდოს აუდიენცია, შესაბამისად იმის გასაგებად  მართალია თუ არა სათაურში მოცემული წინადადება, აუცილებელია წავიკითხოთ სტატია და გავერკვეთ, თუ რის შესახებ წერს ავტორი. აგრეთვე ყურადსაღებია ის ფაქტიც რომ, სანამ ინფორმაციის ნამდვილობაში დავრწმუნდებით ვნახოთ თუ აქვს მითითებული წყაროები, რომლებიც ფაქტობრივად ადასტურებს ინფორმაციას, უნდა დავაკვირდეთ თარიღს, რადგან ძველი ინფორმაციის ხელახლა განთავსება არ ნიშნავს, რომ ახლანდელი მოვლენებისათვის რელევანტურია, აგრეთვე უნდა  განისაზღვროს არის თუ არა სტატიაში ხუმრობა, ან სატირა გამოყენებული, აგრეთვე უნდა განვსაზღვროთ თუ რამდენად მიკერძოებული ვართ დაინტერესებული ინფორმაციის მიმართ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს შეფასებაში. საბოლოოდ კი ვკითხოთ ექსპერტებს მათი აზრი ან მოვძებნოთ რელევანტური ინფორმაცია სხვა ფაქტების შემმოწმებელ საიტებზე

). ადამიანის მიერ დეზინფორმაციის მიღებასთან ერთდ ვხვდებით კიდევ უფრო დიდ საფრთხეს, რომელიც გულისხმობს ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემას, იმისათვის რომ აღნიშნული ფაქტი არ დაფიქსირდეს, აუცილებელია მკითხველმა იცოდეს თუ რა შემთხვევაში უნდა გააზიაროს ინფორმაცია, ამისთვის ინდივიდმა უნდა გაიაზროს, რამდენად რეალურია გადმოცემული ამბავი, რისთვისაც კრიტიკული მედიის ანალიზი აუცილებელი ატრიბუტია, აგრეთვე მკითხველი უნდა დაფიქრდეს   გამყარებულია, თუ არა ფაქტებით და რამდენად სანდოა წყარო, ამისთვის შესაძლებელია ამბავი გადამოწმებულ იქნას სხვა ინფორმაციულ საიტებზეც, რათა თავიდან იქნას აცილებული დეზინფორმაციის გავრცელება, მსგავსი შინაარსობრივი გააზრებისთვის კი აუცილებელია მედიაწიგნიერების დანერგვა. წყაროს სანდოობაზე მეტყველებს პროფესიონალიზმიც, ხოლო პროფესიონალების მიერ  დაწერილი სტატია გამყარებულია რეალური ფაქტებითა და წყაროებით, მსგავსი სტატიები იწერება მშვიდ ტონში და არა დიდი ასოებითა და ძახილის ნიშნებით. აგრეთვე სტატიის ავტორები, რომლებიც მედიაწიგნიერების მიმართულებით ავითარებენ ნარატივებს, მოუწოდებს მკითხველს განისაზღვროს ახალი ამბავი სტატიაა, თუ კონკრეტული ადამიანის შეხედულება. ახალი ამბები ძირითადად ხსნიან რა ხდება, შეხედულებები კი განსჯიან ამა თუ იმ ქმედებას, აგრეთვე გააზრებულ უნდა იქნას არის თუ არა ფაქტებით გამყარებული, მაგალითად, როგორიცაა ისტორიული მაგალითები, სხვა წყაროები, სტატისტიკა ან სხვა ნიშნები, რომლებიც ავტორმა გამოიყენა თვისი არგუმენტაციის დასადასტურებლად.

გაზიარება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *