მცდარი შეხედულებები და მისგან მომავალი გამოწვევები

     მცდარი მოგონებები ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია დეზინფორმაციის გადამუშავებაში,  ბალოტა და ვოთსონი კონცენტრირდებიან ‘’აქტივიზაცია-მონიტორინგის თეორიაზე’’, რომლის მიხედვითაც მცდარი შეხედულებები აღმოცენდებიან მაშინ, როდესაც დროის გასვლის შემდეგ მეხსიერება ცდილობს გაიხსენოს ფაქტები, რომლებიც არსებობდა, თუ ეს პროცესი წარუმატებლად დასრულდა სახეზე გვექნება მცდარად დამახსოვრებული მოგონებები. ხანში შესული ადამიანები ამ პარადიგმის მიხედვით ხშირად განიცდიან მარცხს ინფორმაციის გახსენებისას, კერძოდ, ტვინის უბნის გააქტიურებისას აწყდებიან ფაქტების შეკრებისა და წყაროს გახსენების ეტაპებს, ანუ იმ დეტალებისგან, რომლისგანაც ინფორმაცია შედგება და აგრეთვე წყარო, რომლისგანაც აღნიშნული იქნა მიღებული. მეორე ახსნა მდგომარეობს  ‘’ბუნდოვანი კვალის თეორიაში’’ – თეორიის მიხედვით მოვლენათა წარმოქმნისას ორი ტიპის მენტალური ოპერაცია ხორციელდება, რომელიც მეხსიერებას ყოფს ორ ნაწილად: ‘’დედაარსად’’ ანუ ძირითად პუნქტად და ‘’ვერბატიულად’’. ძირითად პუნქტში მოიაზრება მეხსიერების ზოგადი ნაწილი, რომელსაც დეტალებთან არანაირი კავშირი არ აქვს და იმახსოვრებს მხოლოდ ძირითად ნაწილს, ხოლო ვერბატიულ ნაწილში შესულია ის წვრილმანები, რომლებიც შეიცავენ წვრილ, დამაზუსტებელ ინფორმაციას, ამ მოკვლევის მიხედვით მოგონებათა ძირითადი პუნქტები მეხსიერებაში უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე მეორე ნაწილი, რომელიც დეტალებით არის დატვირთული. აღნიშნულ კვლევაში ბრაინერდი და რეინა ვარაუდობენ, რომ მოხუცებულებისთვის შედარებით ძნელია განასხვაონ მცდარი ინფორმაცია მართლისგან, რადგან მათი ტვინის უბნები ხშირად კონცენტრირებულია მეხსიერების ძირითად ნაწილზე, ხოლო ვერბატიულ, ანუ დეტალურ ინფორმაციას მარტივად ივიწყებენ, მეხსიერების ძირითადი მონახაზით ისინი მოგონებებს სრულად ვერ იხსენებენ, რასაც მცდარი ინფორმაციის გახსენებისკენ მიყავს

გაზიარება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *