დეზინფორმაცია: დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩაბმა

    აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრიალებდა სატელევიზიო და ბეჭდურ მედიაში. აღნიშნული, მიეკუთვნება შეცდომაში შემყვან ინფორმაციათა ტიპს, რომლის მიზანია რეალობა წარმოაჩინოს სხვაგვარად, ხოლო მისი მიზანია საზოგადოებაში  მცდარი განწყობებისა და შეხედულებების ჩამოყალიბება. მსგავსი დეზინფორმაციული ნარატივები ძირითადად განკუთვნილია ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობისთვის, რომელიც ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს.

    ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ევროკავშირის მხრიდან შექმნილია ENP- (ევროპის სამეზობლო პოლიტიკა) რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, და მათ შორის საქართველოს,  ეხმარება სტაბილურობის შენარჩუნებაში, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი გამოყოფს თანხებს, რათა საქართველოში მოხდეს სახელმწიფოს ინსტიტუციების განვითარება, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს დემოკრატიულ ღირებულებებთან.

გაზიარება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *