დეზინფორმაცია: სანქციები არ მუშაობს

    აღნიშნული განცხადება, რომ სანქციები, რომლებიც რუსეთის მიმართ არის დაწესებული არ მუშაობს, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სანქციების დაწესებიდან აუცილებელია გარკვეული პერიოდის გასვლა, რომელის შემდეგაც ეკონომიკური შეზღუდვები აისახება ციფრებში. სანქციების დაწესებიდან რუსეთს შეუწყდა საერთაშორისო ბაზარზე თავისუფალი წვდომა, რამაც საქონლის გატანაში აგრეთვე წარმოებაში დიდი პრობლემები გამოიწვია. საბოლოო ჯამში, დღეს რუსეთში სანქციების მიერ მიყენებული ზიანი აშკარაა, რაც ციფრებითაც დასტურდება. BBC-ის მიხედვით მაისის თვეში 17.1% წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, აგრეთვე აღნიშნულია რომ გაყიდვები 8-9%-მდე დაეცემა. მაისის მონაცემებით მას შემდეგ რაც რუსეთის ბაზარი ავტომწარმოებლებმა დატოვეს 83.5%-ით შემცირდა მანქანების გაყიდვები. აგრეთვე, ოფიციალური პროგნოზებით ამავე წელს რუსეთის GDP 7.8%-ით შემცირდება.

გაზიარება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *