სოციალურ მედია და კოვიდი

americanlibrariesmagazine

    პანდემიის დაწყებისას ხალხი მძაფრ ემოციურ ფონში მოექცა, რადგან არავინ იცოდა რა ზეგავლენა შეიძლებოდა ვირუსს ჰქონოდა ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმ პერიოდიდანვე, როდესაც კოვიდის ასტრაზენეკას ვაქცინა წარმოებაში ჩაეშვა გაჩნდა პირველი დეზინფორმაციული ნარატივი, რომ ვაქცინა იწვევდა სისხლის შედედებას.

გარდა ამისა, ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაციები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ვაქცინა იწვევდა სხვადასხვა სამედიცინო პრობლემებს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

რომელ ჯანმრთელობის პრობლემებზე ავრცელებს ხალხი პოსტებს სოციალურ მედიაში?

    სისხლის შედედება, რომელიც ასტრაზენეკას ვაქცინასთან არის დაკავშირებული. მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათი ინტენსივობით ხდებოდა და პირველი სისხლის შედედების ფაქტი მსოფლიოს მაშტაბით ძალიან სწრაფად, 8 საათში გავრცელდა. ამ ფაქტმა ბევრ სახელმწიფოში განაპირობა ასაკობრივი შეზღუდვების დაწესება.

სინკოპე, ბელის დამბლა და ნაადრევი სიკვდილი

    ზემოთ ნახსენები პრობლემები სამეცნიერო კვლევებით არ დასტურდება თუმცა ტრადიციული მედია ცდილობს მსგავსი ამბები ვაქცინას მიაწეროს. ტენესის შტატში კოვიდის ვაქცინის მიღების შემდგომ ექთანს დაემართა სინკოპე, თუმცა მედიამ არ გაითვალისწინა პაციენტის წინაისტორია, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას მსგავსი შემთხვევები ადრეც ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ვაქცინაციას დაბრალდა.

    ასევე საყურადღებოა ფაქტი რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. ბეისბოლის ლეგენდა ჰენკ აარონი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა თუმცა ეს ფაქტი ვაქცინაციიდან 2 კვირაში მოხდა. ტრადიციულმა მედიამ ეს ფაქტიც ვაქცინას დაუკავშირა.

უშვილობა

    უშვილობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა არა მედიიდან, არამედ სოციალურ ქსელში ცუდად განმარტებული სამეცნიერო ნაშრომიდან, რომელიც მცდარად არის განხილული. იმისათვის, რომ მსგავსი დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელებას შევუშალოთ ხელი აუცილებელია გადავამოწმოთ ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო საშუალებებში, აგრეთვე გავამახვილოთ ყურადღება ავტორზე, მითითებულია თუ არა სტატიაზე სახელი და გვარი და შევეცადოთ ამოვიცნოთ რა არის სტატიის მიზანი.

გაზიარება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *