რუსი დიპლომატებისთვის დეზინფორმაცია მათი სამუშაოს ნაწილია

CREST research

უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდგომ დასავლეთმა დაბლოკა რუსული სახელმწიფო მედია, რათა არ გავრცელებულიყო დეზინფორმაციები ომის შესახებ, თუმცა საპასუხოდ კრემლის დიპლომატები გააქტიურდნენ. თუ ადრე დეზინფორმაცია რუსული მედიით ვრცელდებოდა ახლა სცენაზე რუსი დიპლომატები გამოვიდნენ, რომლებიც Facebook-ისა და Twitter-ის საშუალებით ავრცელებდნენ პროპაგანდას.

ტექნოლოგიურმა კომპანიის წარმომადგენლებმა მსგავს საკითხებზე საპასუხოდ რუსეთის სახელმწიფო გვერდებზე იარლიყების განთავსება დაიწყო, ასევე სამთავრობო გვერდები მოხსნა რეკომენდაციებიდან და საძიებო სისტემიდან. თუმცა გვერდები კიდევ აქტიურია და განაგრძობს დეზინფორმაციული ნარატივის განვრცობას, ამას ემატება დიპლომატიური სტატუსი რაც მათ თავის დაცვის საშუალებას აძლევს.

რუსი დიპლომატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ომის დაწყების შემდგომ. რამდენიმე კვირაში მათ ათასამდე სტატუსი გამოაქვეყნეს ‘’Twitter’’-ის ვებგვერდზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.

ამერიკაში და მექსიკაში დიპლომატიური მისიები ავრცელებდნენ მიზანმიმართულ მესიჯებს: ‘’რუსულმა რაკეტამ რომელიც მატარებლის სადგურს დაეცა შეიწირა 50 ადამიანი? უკრაინელები დგანან ყველაფრის უკან’’. დიდი ბრიტანეთში განლაგებულმა რუსეთის საელჩომი დატვიტა:’’რუსულ ომის დანაშაულებებზე ვლაპარაკობთ?  ეს გამოგონილი ისტორიაა რომელიც ბრიტანეთმა შეთხზა, იმისთვის რომ რუსეთი ცუდად გამოეჩინათ… ეს უკრაინელი მეომრები იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის? ისინი სინამდვილეში ნაცისტები არიან, რომლებიც აშშ-ს დავალებას ასრულებენ.

სოციალურ ქსელებში პროპაგანდისტული განცხადებების შემდეგ კომპანიებმა განათავსეს იარლიყები დეზინფორმაციის გამავრცელებელ გვერდებზე წარწერით: ‘’რუსული სამთავრობო ორგანიზაცია’’. თუმცა სამწუხაროდ ჯერ კიდევ რამდენიმე ასეული პროპაგანდისტული გვერდი ჯერ კიდევ თავისუფლად ავრცელებენ დეზინფორმაციას.

Source: Apnews

გაზიარება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *