რუსეთის ინფორმაციული ომი დასავლეთისკენ ფართოვდება

Istock

    რუსეთი დეზინფორმაციას სულ უფრო ხშირად იყენებს დასავლეთში და ცდილობს დემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეები შეაშინოს ლტოლვილებისა და საწვავის ფასების თემის წამოჭრით.

    გასულ თვეს გამოაშკარავდა, რომ ბულგარეთში კრემლი ჟურნალისტებს, პოლიტიკის ანალიტიკოსებს და სხვა გავლენიან მოქალაქეებს თვეში 2000 ევროს უხდის, იმისთვის რომ რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა გაავრცელონ. აგრეთვე გამოაშკარავდა ტროლების სისტემა რომლებიც დაკავებული იყვნენ პრო რუსული პროპაგანდის გავრცელებით.

     ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლონეთში გამოაშკარავდა ანტი დასავლური პოლიტიკა, სადაც გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ გაევრცელებინათ დეზინფორმაცია, თითქოს პოლონელი ბანდფორმირებები უკრაინელი ლტოლვილების ორგანოებით ვაჭრობდნენ. ამ ნაბიჯით ისინი ცდილობდნენ აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის შუღლი ჩამოეგდოთ.

    ბულგარეთმა რუსეთის 70 დიპლომატი გარიცხა ქვეყნიდან რომლებებზეც არსებობდა ეჭვები ესპიონაჟის შესახებ, ამავე კვირაში რუსეთის საელჩომ გახსნა პოსტი სადაც ადგილობრივ მოქალაქეებს სთხოვდა ფულადი სახსრების სახით დახმარებოდნენ რუსეთის არმიას ომში.

    თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავ არსენალად  ტროლები და ყალბი მომხმარებლის გვერდებია, რომლებიც ავრცელებენ პრო-რუსულ კონტენტს და გამოხატავენ ღია აგრესიას ბულგარელების მისამართით, რომლებიც ღიად მხარს უჭერენ უკრაინას.

Apnews

გაზიარება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *