facebook-ის სოციალურ ქსელში გამოჩნდა ახალი ფუნქცია რომელიც მიმართულია დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ადამიანები სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ კონტენტს რომელიც არ წაუკითხავთ, ისინი ეცნობიან მხოლოდ სათაურს, რომელიც ხშირად არ შეესაბამება რეალურ ამბავს და შემდეგ კი მომენტალურად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გააზიარონ პოსტი, რომელსაც სინამდვილეში არ ეცნობიან.
ახლა უკვე მსგავს შემთხვევებში აღნიშნული სოციალური ქსელი აფტთხილებს მომხმარებელს მესიჯით: ‘’თქვენ აპირებთ გააზიაროთ თემა მის გაუხსნელად’’. შეტყობინება მარტივი და ეფექტური საშუალებაა მკითხველს გადააფიქრებინოს იმ პოსტის გაზიარება რომელსაც არ გაცნობია. აგრეთვე აღნიშნული სოციალური ქსელი მკითხველს უგზავნის შეტყობინებას როდესაც იგი ცდილობს გააზიაროს ძველი კონტენტი, რათა არ მოხდეს ძველი ფაქტების მცდარად ან სხვა მიზნებით გამოყენება.
source: twitter