ტვიტერმა განაცხადა რომ ყოველ დღე შლის 1 მილიონ ექაუნთს, რათა ებრძოლოს დეზინფორმაციას რომელიც ვრცელდება ყალბი მომხმარებლების მხრიდან. დღეის მდგომარეობით კომპანიის განცხადებით აქტიურ მომხმარებლების 5%ზე ნაკლებს შეადგენენ ბოტები და სპამერები რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ ყალბ ამბებს.
გარდა ამისა კომპანიამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა კონტენტის განთავსებაზე რომელიც ეხება რუსეთ-უკრაინას შორის ომს, რათა რუსულმა პროპაგანდამ ფესვი არ გაიდგას სოციალურ ქსელში, შესაბამისად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პოსტები ტვიტერის ჯგუფის დაკვირვების ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში პოსტები იშლება, რაც უზრუნველყოფს სხვა მომხმარებლების უფრო მეტ ინფორმაციულ დაცულობას.